საკრებულოს თავმჯდომარე

თეიმურაზ ჭეიშვილი 

საკრებულოს თავმჯდომარე

ელ. ფოსტა: teimuraz.tcheishvili@tskaltubo.gov.ge

ტელ: 591 05 92 05

 

დაიბადა 1967 წლის 9 იანვარს ქ. წყალტუბოში

1984 წელს დაამთავრა ქვიტირის საშუალო სკოლა.

1984 – 1992 წლებში დაამთავრა ქუთაისის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი, საზოგადოებრივი კვების ტექნოლოგიის სპეციალობით.

1994 – 1997 წლებში მუშაობდა სოციალური ფონდის წყალტუბოს განყოფილებაში რწმუნებულის თანამდებობაზე.

1997 – 2002 წლებში მუშაობდა წყალტუბოს საგადასახადო ინსპექციაში, შემოსავლების ინსპექტორად.

2002 – 2013 წლებში ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას კერძო ბიზნესში.

2013 – 2021 წლებში მუშაობდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის წარმომადგენლად ქვიტირის თემში.

2021 წელს არჩეულ იქნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ.

ფლობს: რუსულ და გერმანულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.