განათლება

წყალტუბოს  მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 40 საჯარო და 2 კერძო  სკოლა.

2026 წლის გაზაფხულზე ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა მუნიციპალიტეტის 5 საჯარო სკოლაში.

მათ შორის : სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლაში განხორციელდა კომპლექსური სარეაბილიტაციო სამუშაოები: გადაიხურა შენობა, შეიღება ფასადი, დაიგო იატაკი და დამონტაჟდა გათბობის სისტემა. სრულად მოწესრიგდა საკლასო ოთახები, დერეფნები და სხვა სივრცეები.

სოფელ გვიშტიბის საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა შენობის მარჯვენა ნაწილს.

სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ნაწილობრივი რეაბილიტაციის პროექტები განხორციელდა ასევე სოფელ გეგუთის N2, სოფელ სორმონის და  ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლასთან არსებული მეორე უბნის დაწყებით სკოლებში.

ამასთან,  დაგეგმილია   9 საჯარო  სკოლის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება, რომლის ჯამური ღირებულება დაახლოებით 1.2 მილიონ ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.

დასრულებულია ქვიტირის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.

სასწავლო სააღმზრდელო პროცესი მიმდინარეობს 23 საბავშვო ბაღში.

ფუნქციონირებს  24  ბიბლიოთეკა,   სასოფლო ბილიოთეკების უმრავლესობა  უზრუნვეყოფილია   კომპიუტერული ტექნიკით.