მოქალაქეთა უკუკავშირის პლატფორმა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი თვითმმართველი ერთეულია იმერეთის მხარეში. ოფიციალურ ბალნეოლოგიურ კურორტად 1920 წლიდან იქცა, ხოლო ქალაქის სტატუსი 1953 წელს მიენიჭა. მდებარეობს იმერეთის ცენტალურ ნაწილში. მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთით ესაზღვრება ქალაქი ქუთაისი, დასავლეთით -სამტრედიისა და ხონის, ხოლო სამხრეთით- ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტები.
რელიეფის განმსაზღვრელ ფიზიკურ-გეოგრაფიულ ფაქტორს წარმოადგენს ფართო ოვალური ფორმის ჩაღრმავება ქვაბურ მინერალური წყაროების გამოსვლით, რომელიც ყოველი მხრიდან შემოსაზღვრულია მთაგრეხილებით. რელიეფის ძირითადი ფორმები დაბლობ-ბორცვიანია. წყალტუბოს ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები: გუბისწყალი, წყალტუბო.
-
ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება ადგილობრივი კლიმატური გამოწვევების გადაჭრაში
2026 წლის 9 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, მუნიციპალიტეტის სახელით, ხელი მოაწერა „Rockefeller Philanthropy Advisors, Inc. (RPA)“-თან 2026 წლის 13 აგვისტოთი დათარიღებულ საგრანტო ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც მუნი ციპალიტეტს „Bloomberg Philanthropies“-ის მხარდაჭერით განხორციელებული პროგრამის „Youth Climate Action Fund“ („ახალგაზრდული კლიმატის ფონდი“) ფარგლებში გამოეყო 50 000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ოდენობის გრანტი. პროგრამა მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერებას
2026-10-30 -
მორიგი სხდომა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა. სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, მერიის სტრუქტურული ერთეულისა და ა(ა)იპ – ების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს. მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლიბების გაერთიანების“ წესდების ახალი რედაქციით დამტკიცების საკითხზე. სხდომაზე, საკრებულოს წევრებმა
2026-10-29 -
ბიუროს ხდომა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს ხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა. ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს.
2026-10-28



