ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ დიდავა უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა სხდომაზე განიხილეს ანგარიში ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრის“ მიერ 2026 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
დეპუტატებმა იმსჯელეს 80 ერთეული ლითონის ნაგავშემკრები კონტეინერის, რომელთა ღირებულება შეადგენს 86144 ლარს ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების ცენტრისათვის “ უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის საკითხზე.
კომისიამ განიხილა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და ასევე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმაში ცვლილებების შეტანის საკითხი.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს 2027 წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის პრევენციის მიზნით დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებების განხილვისა და მოწონების საკითხზე.