გენადი ბალანჩივაძე დაიბადა 1966 წლის 26 ივლისს;
დაამთავრა ქ. ქუთაისის 29-ე საჯარო სკოლა;
1991 წელს დაამთავრა ქ. პავლოდარის ინდუსტრიული უნივერსიტეტი, ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით;
1991-2008 წლებში მუშაობდა გუმბრის თემის საკრებულოს მდივნად, თავმჯდომარედ, წყალტუბოს გამგებლის რწმუნებულად გუმბრის ადმინისტრაციულ ერთეულში;
2009-2010 წლებში მუშაობდა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი
რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სატყეო დეპარტამენტის იმერეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მონიტორინგის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად;
2013-2014 წლებში იყო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი;
2014-2017 წლებში მუშაობდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ;
2021-2025 წლებში გენადი ბალანჩივაძე იყო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი;
2025 წლის 4 ოქტომბერს გენადი ბალანჩივაძე არჩეულ იქნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერად;
ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს;
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ელ ფოსტა: genadibalanchivadze1966@gmail.com