მოქალაქეთა უკუკავშირის პლატფორმა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი თვითმმართველი ერთეულია იმერეთის მხარეში. ოფიციალურ ბალნეოლოგიურ კურორტად 1920 წლიდან იქცა, ხოლო ქალაქის სტატუსი 1953 წელს მიენიჭა. მდებარეობს იმერეთის ცენტალურ ნაწილში. მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთით ესაზღვრება ქალაქი ქუთაისი, დასავლეთით -სამტრედიისა და ხონის, ხოლო სამხრეთით- ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტები.
რელიეფის განმსაზღვრელ ფიზიკურ-გეოგრაფიულ ფაქტორს წარმოადგენს ფართო ოვალური ფორმის ჩაღრმავება ქვაბურ მინერალური წყაროების გამოსვლით, რომელიც ყოველი მხრიდან შემოსაზღვრულია მთაგრეხილებით. რელიეფის ძირითადი ფორმები დაბლობ-ბორცვიანია. წყალტუბოს ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები: გუბისწყალი, წყალტუბო.
-
საკრებულოს თავმჯდომარის თეიმურაზ ჭეიშვილის 2026 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, თეიმურაზ ჭეიშვილმა, საკრებულოს წევრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას 2026 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის წარდგენისას საკრებულოს თავმჯდომარემ ისაუბრა საანგარიშო პერიოდში ჩატარებული საკრებულოს სხდომების, ასევე მისი მონაწილეობით ფრაქციისა და კომისიების მუშაობის ფარგლებში გამართული სხდომებისა და შეხვედრების შესახებ. თეიმურაზ ჭეიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქმიანობის შედეგად მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსა და 2026 წლის განმავლობაში
2026-11-13 -
საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიშის წარდგენის ანონსი
13 ნოემბერს, 12:00 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს. ანგარიშის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია 2026 წლის საანგარიშო პერიოდში საკრებულოს საქმიანობის, განხორციელებული პროექტების, მიღებული გადაწყვეტილებებისა და მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. ადგილი: საკრებულოს სხდომათა დარბაზი (რუსთაველის ქ. N27).
2026-11-11 -
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წერიგით გათვალისწინებული 2 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს. ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2026 წელს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხის დამტკიცების საკითხში. საკრებულოს წევრებმა სხდომაზე იმსჯელეს 2026-2027 წლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის პრევენციის მიზნით დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებების საკითხზე. სხდომას წყალტუბოს
2026-11-06



