ტაძრები
ქალაქ წყალტუბოს ტერიტორიაზე მოქმედებს წმინდა გიორგის, მირქმის, ამბროსი ხელაიას და წმინდა ბარბარესა და წმინდა მარინეს სახელობის და მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარები.
მუნიციპალიტეტის სოფლებში დაცულია კულტურული მემკვიდრეობის 60-მდე ძეგლი (ეკლესიიები, ციხე-კოშკები), მათგან გამორჩეულია იოანე ნათლიმცემლის სახელობის ეკლესია სოფელ დერჩში (XIIს.), ეკლესიის ფრესკული მოხატულობა გვიანი საუკუნეების ქართული მონუმენტური ფერწერის გამორჩეული ძეგლია. დასრულებულია ღვთისმშობლის ტაძრის რესტავრაციის სამუშაოები სოფელ ცხუნკურში, აღდგენილია სოფელ ზარათში მე-12 საუკუნის წმინდა ივლიტესა და კვირიაკეს სახელობის ტაძარი, სოფელ დერჩში დასრულებულია იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის საკონსერვაციო სამუშაოები, განახლებულია საკურთხეველი და კედლის მოხატულობა. ტაძრები აშენდა სოფელ ქვიტირში, ფარცხანაყანევში.