- 2026-11-27
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
სდომაზე, დეპუტატებმა განიხილეს ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრის’’ წესდების ახალი რედაქციით დამტკიცების საკითხი.
საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2026 წლის 9 თვის ბიუჯეტის შესრულების საკითხზე.
ცვლილება შევიდა ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრის’’ საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთებში.
დეპუტატებმა სხდომაზე მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში ა(ა)იპ ,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრის’’ მიერ 2026 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და ასევე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების საკითხში.
მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების ცენტრისათვის’’ 80 ერთეული ლითონის ნაგავშემკრები კონტეინერის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის საკითხზე.
სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს 2027 წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის პრევენციის მიზნით დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებების განხილვის საკითხი.
აგრეთვე, საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხზე.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გია კვასტიანი, მერიის სტრუქტურული ერთეულისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.