- 2026-11-26
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს ანონსი
1.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრი’’-ს წესდების ახალი რედაქციით დამტკიცების შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
/მომხს: ნიკა მჟავია/
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ.
/მომხს: ნიკა მჟავია/
3.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების შესახებ.
/მომხს:არჩილ ღიბრაძე, თანამომხს: ფატი გაგოშიძე/
4. არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრის’’ საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთებში ცვლილების შეტანის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე
/მომხს :არჩილ ღიბრაძე/
5. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრის’’ მიერ 2026 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
/მომხს: რევაზ დიდავა,თანამომხს:ლევან ნემსაძე/
6. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 28 იანვრის №8( გ-49.4926028001) განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხს:რევაზ დიდავა,თანამომხს: მარეხ კანკაძე/
7. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 28 იანვრის № 9( გ-49.49260288) განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხს:რევაზ დიდავა,თანამომხს: მარეხ კანკაძე/
8. 80 (ოთხმოცი) ერთეული ლითონის ნაგავშემკრები კონტეინერის, რომელთა ღირებულება შეადგენს 86144 ( ოთხმოცდაექვსი ათას ას ორმოცდაოთხი) ლარს ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების ცენტრი’’-სათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
/მომხს:რევაზ დიდავა,თანამომხს: მარეხ კანკაძე/
9. 2027 წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის პრევენციის მიზნით დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებების განხილვისა და მოწონების შესახებ.
/მომხს:რევაზ დიდავა,თანამომხს: მარეხ კანკაძე/