(+995) 599 359017
info@tskaltubo.gov.ge

საკრებულოს თავმჯდომარე

 გრიგოლ ივანეიშვილი

 

დაიბადა  1957წლის  15 ოქტომბერს  ქ.წყალტუბოში.

1974 წელს დაამთავრა  ქ. წყალტუბოს  №1 საშუალო სკოლა.

1975–1977 წლებში სწავლობდა ქ.ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია–ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

1977–1979  წლებში  გაიარა  სამხედრო–სავალდებულო სამსახური.

1980–1985 წლებში სწავლობდა თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე.

1985 წლიდან მუშაობდა ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ასისტენტის თანამდებობაზე.

1991 წლებში  სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში.

1993 წელს დაიცვა სამეცნიერო ხარისხი პოლიტოლოგიაში თემაზე  ,,სოციალური სამართლიანობა და მისი რეალიზაციის გზები სოციალურ პოლიტიკაში’’.  იმავე წლიდან დაინიშნა დოცენტის თანამდებობაზე ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.

1994–2005 წლებში მუშაობდა წყალტუბოს ჰუმანიტარულ–ეკონომიკური ინსტიტუტის რექტორის თანამდებობაზე .

2006 წლიდან  არის  აკ.წერეთლის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის კათედრის ასოცირებული პროფესორი.

2010–2015 წლებში ქ. წყალტუბოში განახორციელა რამოდენიმე ტურისტული და ინფრასტრუქტურული პროექტი.

არის რამოდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

ფლობს რუსულ და გერმანულ ენებს.

ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და ორი შვილიშვილი