- 2022-04-14
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
დედაენის დღე, 14 აპრილი, წყალტუბოში, ა(ა)იპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ მიერ ჩატარებული ორდღიანი ღონისძიებით აღინიშნა. ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია და ინტელექტუალური თამაში, “ერის საუნჯე”, მშობლიური ენის როლსა და მისი დაცვის მნიშვნელობის წარმოჩენას მიეძღვნა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ვოკალური ჯგუფის “ოცნება” და „თეატრის მოყვარულთა წრის“ წევრები.
1978 წელს, 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ გააპროტესტა კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილება საქართველოში ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. პროტესტმა შედეგი გამოიღო და მაშინდელი კონსტიტუციის 75-ე მუხლის თანახმად, საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის სახელმწიფო ენად, ქართული ენა გამოცხადდა.
ქართულ ენას მინიჭებული აქვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და მას განსაკუთრებული დაცვა სჭირდება.