- 2021-08-11
- ავტორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის

დღეს სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. გუბერნატორმა ონლაინ შეხვედრაზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვამდე მერებთან და საკრებულოების თავმჯდომარეებთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა, რეგიონში არსებულ ეპიდვითარებაზე, COVID-19-ის ვაქცინის პროცესის შეუფერხებლად განხორციელებასა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის იმუნიზაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე.
,,იცით როგორი ეპიდვითარება გვაქვს რეგიონში და მთლიანად საქართველოში. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავიცვათ რეგულაციები და მაქსიმალურად ჩავერთოთ აღსრულების ნაწილში. მუნიციპალიტეტებში სოციალური ღონისძიებები მკაცრად უნდა გაკონტროლდეს და თავიდან ავირიდოთ ინფიცირების ზრდა. პრევენციული ღონისძიებების პარალელურად ხელი უნდა შევუწყოთ იმუნიზაციის პროცესის შეუფერხებლად და ეფექტურად მიმდინარეობას. რეგიონის მასშტაბით სოფლად მდებარე ამბულატორიებში უკვე დაიწყო მობილური ბრიგადების მიერ აცრის მსურველი მოქალაქეების ადგილზე ვაქცინაცია. მსგავსი ღონისძიება უკვე განხორციელდა ათამდე სოფელში და აუცილებლად გაგრძელდება“ – ზვიად შალამბერიძე.




