- 2024-03-07
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია გზების რეაბილიტაციას განაგრძობს.
2024 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ხორცილდება სოფლების: ცხუნკურისა და ბესიაურის დამკავშირებელი გზის რეაბილიტაციის, ასევე სოფელ ჩუნეშში N 2 ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტები.
მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, მოდგილემ გრიგოლ ყურაშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
„გზების მოწესრიგება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მოსახლეობის მოთხოვნისა და საჭიროებების მიხედვით, საგზაო ინფრასტრუქტურას ეტაპობრივად ვაწესრიგებთ. ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს“, – განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.
სოფელ ცხუნკურისა და ბესიაურის დამკავშირებელი, ასევე სოფელ ჩუნეშში N 2 ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტები რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება, სამუშაოები მალე დასრულდება.