საკრებულოს მორიგი სხდომა

                                                                                             
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
სხდომაზე დეპუტატებმა იმსჯელეს ბინათმესაკუთრეობათა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესში ცვლილების შეტანის საკითხის შესახებ.
 დეპუტატებმა განიხილეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანების“ რეორგანიზაციის (გაყოფის) დაწყების საკითხი.
ასევე,საკრებულოს წევრების მიერ განხილულ იქნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხი.
 დეპუტატებმა იმსჯელეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი ავტომანქანების სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით გამოყენებისათვის საწვავის ლიმიტის განსაზღვრის საკითხის შესახებ.
 დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე არსებული განპიროვნებული და სამორიგეო ავტომობილებისათვის გამოყოფილი ყოველთვიური საწვავის ლიმიტის განსაზღვრის შესახებ ცვლილების შეტანის საკითხი.
 სხდომაზე დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ ცვლილების შეტანის საკითხზე.
 ასევე, საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და ასევე, პრივატიზაციის გეგმის დამტკიცებაში ცვლილებების შეტანის საკითხი.
თანხმობა მიეცა მერს, ქალაქ წყალტუბოში, აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარედ არსებული (#29.08.36.092 საკადასტრო კოდით) რეგისტრირებული უძრავი ქონების, განთავსებული მოძრავი ქონებებით (ინვენტარი) სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, არსებობის ვადით, მოვლა-პატრონობისა და შენახვის მიზნით ა(ა)იპ „წყალტუბო არენა“-სთვის გადაცემის შესახებ საკითხზე.
საკრებულოს სხდომას მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი ფატი გაგოშიძე, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი მარეხ კანკაძე ესწრებოდნენ.