- 2024-04-19
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
ქალაქ წყალტუბოში ევროპის გოგონათა მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა EGMO 2024 – ის ოფიციალური დახურვის ცერემონია გაიმართა.
საკონცერტო დარბაზ „ივერიის” სცენაზე ღონისძიების ორგანიზატორებმა ოლიმპიადაში გამარჯვებულებს მედლები გადასცეს.
საპრიზო ადგილები დაიმსახურეს ამერიკის შეერთებული შტატების, ავსტრალიისა და ჩინეთის გუნდებმა. სულ 20 ოქროს, 40 ვერცხლის და 60 ბრინჯაოსმედალოსანი დაჯილდოვდა. საქართველოს ნაკრების წევრმა თაკო ფეიქრიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ოლიმპიადის ორგანიზატორებმა ღონისძიების მხარდაჭერისა და მასპინძლობისათვის მადლობის სიგელი გადასცეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს გენადი ბალანჩივაძეს.
საქართველო ევროპის გოგონათა მათემატიკის ოლიმპიადაში 2016 წლიდან მონაწილეობს და საუკეთესო შედეგი 2019 წელს აჩვენა, როცა ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა ოქროს და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს.