- 2025-12-26
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, მერის მოადგილეები გრიგოლ ყურაშვილი და გია კვასტიანი ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
წყალტუბოს მერმა 2025 წელი შეაჯამა და აღნიშნა, წლის განმავლობაში ქალაქისა და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი არაერთი პროექტი განხორციელდა.
„მუნიციპალიტეტისათვის პრიორიტეტი იყო ინფრასტრუქტურის განვითარება, ბიუჯეტით გათვალისწინებული ყველა პროგრამა და ქვეპროგრამა გათვლილი იყო მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. მომავალ წელს ამ მიმართულებებით მუშაობა გაგრძელდება,“ – განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.
ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებმა ინფრასტრუქტურული პროექტების ვადებსა და სამუშაოების ხარისხზე ისაუბრეს, ასევე საუბარი შეეხო საახალწლო სამზადისს.
წყალტუბოში საახალწლოდ მორთული და განათებულია 16 ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი, წინასაახალწლო ზეიმი გაიმართა მაღალმთიან სოფლებში.