წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ყურაშვილმა და მერის მოადგილემ გია კვასტიანმა მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ყურაშვილმა და მერის მოადგილემ გია კვასტიანმა მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სოფლებში გზებისა და გარე განათების მოწესრიგების საკითხებზე.
მერის მოადგილემ გია კვასტიანმა ისაუბრა სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების აღრიცხვიანობის მიზნით შექმნილი კომისიის საქმიანობაზე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა მერიის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფროსი ნათია ჩაკვეტაძე, რომელმაც მერის წარმომადგენლებს სააღდგომო ნობათის დარიგების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა მალხაზ ჩხეიძემ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროცესები მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ბეტონის შესყიდვაზე ტენდერები უკვე დასრულებულია და სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.
შეხვედრაზე, მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან, იასონ გაბუნიასთან ერთად, განიხილეს უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებული რეგულაციები.