300-მდე ვაკანსია და „მასობრივი გასაუბრება“ – „ბლექ სი პეტროლიუმის“ ახალი პროექტი

კომპანია შპს „ბლექ სი პეტროლიუმი“ ახორციელებს ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას სოფელ ყულევში, რომლის ამოქმედება დაგეგმილია 2025 წლის გაზაფხულზე.

აღნიშნული ქარხანა წარმოადგენს უნიკალურ პროექტს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. კომპანია უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს.

პროექტის პირველი ეტაპის საინვესტიციო მოცულობა შეადგენს 110 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო მთლიანი საინვესტიციო მოცულობა 700 მილიონ აშშ დოლარამდეა, რაც მას დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილ კერძო საინვესტიციო პროექტად აქცევს.

ამ ეტაპზე კომპანიას აქვს 250-300 აქტიური ვაკანსია სხვადასხვა მიმართულებით – როგორც ტექნიკურ, ასევე ადმინისტრაციულ პოზიციებზე.

ამასთან დაკავშირებით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო და კომპანია შპს „ბლექ სი პეტროლიუმი“ ერთობლივად გეგმავს „მასობრივი გასაუბრებების“ ღონისძიებას, რომელიც გაიმართება იმერეთის რეგიონში მიმდინარე წლის 14 თებერვალს, 13:00 – 16:00 საათზე, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ქუთაისის ოფისში. მისამართი: ქ.ქუთაისი ნიუპორტის ქ.19

 

ვაკანსიები:

  • სარემონტო-მექანიკური საამქროს სპეციალისტები/მექანიკოსები
  • ტექნოლოგიური დანადგარების შეკეთების სპეციალისტები
  • ელექტროსაამქროს ტექნიკოსი-ელექტრიკოსები
  • დანადგარების ოპერატორები
  • ტექნოლოგები
  • ლაბორატორიის სპეციალისტები
  • ხარისხის ოპერატორები
  • სარეზერვუარო პარკების ჩამოსასხმელი ესტაკადის ოპერატორები
  • ინჟინრები
  • ელექტრიკოსები
  • შემდუღებლები
  • ადმინისტრაციული მენეჯერი
  • ბუღალტერ-ოპერატორი
  • საწარმოო დანადგარების მემანქანეები
  • და სხვა ტექნიკური სპეციალისტები!