- 2021-11-15
- ავტორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა წყალტუბოში, დევნილთა დასახლებაში მდებარე ახალი საბავშვო ბაღი დაათვალიერა და აღნიშნა, რომ ყველაფერი კეთდება, რათა ბავშვებმა კომფორტულ გარემოში მიიღონ სკოლამდელი განათლება.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა პროექტის განხორციელების დადებით მხარეებზე ისაუბრა. მისი თქმით, ქალაქის ტერიტორიაზე კიდევ ერთი კეთილმოწყობილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი მალე დაიწყებს ფუნქციონირებას.
საბავშვო ბაღის მოწყობის, ინვენტარითა და საჭირო ტექნიკით აღჭურვის საკითხებზე განმარტებები ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების მმართველმა გიორგი იობიძემ გააკეთა.
პროექტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და გერმანიის განვითარების ბანკის(KIW) დაფინანსებით განხორციელდა.
წყალტუბოში დევნილთა დევნილთა დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღის გახსნა დევნილი და ადგილობრივი მოსახლობის ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციას ითვალისწინებს.