იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე მაკა ჭელიძე უძღვებოდა.
კომისიამ იმსჯელა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბეჭდებზე უფლებამოსილებათა გამიჯვნის მიზნით წარმოდგენილი ცვლილებების შესახებ.
კომისიამ განიხილა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხასა და მერიის დებულებაში ცვლილებების შეტანის საკითხები.
 კომისიის წევრებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
 დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების: ზედამხედველობის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის სამსახურისა და ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულებათა დამტკიცება.
 კომისიამ იმსჯელა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანების“ წესდებაში ცვლილების შეტანისა და წესდების ახალი რედაქციით დამტკიცების შესახებ.
 კომისიამ ასევე განიხილა საკრებულოს განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხი, რომელიც ეხება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე არსებული ავტომობილებისათვის გამოყოფილი ყოველთვიური საწვავის ლიმიტის განსაზღვრას.
დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ.
 იურიდიულ საკითხთა კომისიამ განიხილა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მამუკა საღარეიშვილის უფლებამოსილების შეწყვეტისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“-ს შექმნის, შემადგენლობისა და წესდების დამტკიცების შესახებ განკარგულებაში ცვლილების შეტანა.
 კომისიის სხდომას ესწრებოდნენ: მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის იურიდიულ საკითხთა განყოფლების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მირანდა მამისეიშვილი; წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ირაკლი გაბუნია და ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანების“ სამართლებრივი უზრუნველყოფის მართვის კოორდინატორი ნინო ტუსკაძე.