გამოფენა „ ART OF WASTE”

წყალტუბოს სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა მეორადი და უფუნქციო ნივთების გამოყენებით ხელოვნების ნიმუშები შექმნეს.
პროექტი „თანამშრომლობა სუფთა გარემოს ფარგლებში“ განხორციელდა და 20-ზე მეტი ნამუშევრის წარმოსადგენად ახალგაზრდა მხატვრებს ორი კვირა დასჭირდათ.
 ნამუშევრებში მასალად გამოყნებულია პოლიეთილენის ბოთლები, ძაფები, ღილები, მუყაო, ძველი საყოფაცხოვრებო ნივთები. პროექტის ფარგლებში შეიქმნა კატალოგი, რომელიც მოგვიანებით კალენდარზე დაიტანება.
როგორც პროექტის კოორდინატორი მაია ფანჩულიძე აცხადებს, ასეთი გამოფენები ხელს შეუწყობს ნარჩენების მართვის სტრატეგიის განხორციელებას . „ჩვენ გვინდა რაც შეიძლება მეტმა მოზარდმა ნახოს ეს გამოფენა და გაუჩნდეს სურვილი რომ ახალი ფუნქცია შესძინოს გამოყენებულ ნივთებს თუნდაც დეკორატიული თვალსაზრისით“ – აღნიშნა მან.
ნამუშევრების ავტორებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს. ერთმა ავტორმა თმის სარჭების და გადაყრილი პარფიუმერული ნივთების საშუალებით დეკორატიული პორტრეტი შექმნა, ერთმა ძველი ქოლგის და პოლიეთილენის ძაფების გამოყენებით დეკორატიული მედუზა წარმოადგინა, სხვამ ნატურმოტის კომპოზიციის შესაქმნელად პოლიეთილენის ბოთლები, პარკები, თავსახურები და ფერადი ფურცლები გამოიყენა და ა.შ. .
გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, მერიის წარმოდგენლები, ა(ა)იპ „წყალტუბოს კულტურის ცენტრისა“, „ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ თანამშრომლები.
 „ხელოვნებას დიდი როლი აკისრია საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში. მხატვრები გამოხატვის ხერხების სხვადასხვანაირად წარმოდგენით ცდილობენ თავიანთი სათქმელი უთხრან დამთვალიერებელს. დღეს გადაწყვიტეს ეთქვათ ჩვენთვის რომ გარემოს დაბინძურებას შეიძლება ვუშველოთ ასეც…“ – აღნიშნა გრიგოლ ყურაშვილმა.
ს/დ „ივერიაში“გამოფენა „ ART OF WASTE” 30 ნოემბრამდე გაგრძელდება.
 ცნობისთვის:
დეკუპაჟის ხელოვნების ნიმუშები (მეორადის საგნების გამოყენებით) XX საუკუნის 10-იან წლებში გახდა პოპულარული. ამ ხერხს ძალიან ხშირად იყენებდნენ დავით კაკაბაძე, ანრი მატისი და პაბლო პიკასო.