ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ დიდავა უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხის დამტკიცების საკითხი.