- 2024-02-23
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჩანქსელიანი უძღვებოდა.
კომისიამ იმსჯელა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის მიერ 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
ასევე, დეპუტატებმა იმსჯელეს ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრი“-ს მიერ 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანის საჯარო სკოლისათვის შალვა ნიშნიანიძის სახელის მინიჭების საკითხის შესახებ და კომისიამ დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის მოთხოვნის მიზნით საკითხის განხილვა გადადო.
კომისიის სხდომას ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრი“-ს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვერა ზურაბიანი ესწრებოდა.