იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე მაკა ჭელიძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ნოემბრის N 70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დეპუტატებმა განიხილეს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის შეთანხმების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის N159 განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
 კომისიის წევრებმა, ასევე, იმსჯელეს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიასა და ევროკავშირის ( INTERREG VI-B) NEXT შავი ზღვის აუზის ქვეყნების პროგრამის ფარგლებში პროექტის ,,სმარტი და ინოვაციური გადაწყვეტილებები შავი ზღვის ქვეყნებში მწვანე და სუფთა სასოფლო თემებისათვის’’ (smart4Rural) განხორციელებისათვის საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისთვის ტანხმობის მიცემის თაობაზე’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 23 თებერვლის გ-49.49240547 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
კომისიის სხდომას მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიულ საკითხთა განყოფილების უფროსი ნიკა მჟავია ესწრებოდა.