საკრებულოს მორიგი სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, მერიის სტრუქტურული ერთეულის და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
სხდომაზე, დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 24 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
ცვლილება შევიდა ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრის“, ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“, ა(ა)იპ ,,წყალტუბო არენას“, ა(ა)იპ ,,ბავშვთა ინკლუზიური ცენტრის“, ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების ცენტრის“, ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“, ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების“, ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“, ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრის“, ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ და ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანების“ საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთების საკითხებში.
ასევე, ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის- ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების საკითხში.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების საკითხი.
დეპუტატებმა აგრეთვე, იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების საკითხზე.
ცვლილება შევიდა ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის’’ ბენეფიციართა შერჩევის წესის დამტკიცების საკითხში.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების საკითხი.
მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანებისათვის’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტობუსის მარკა/ მოდელი ISUZU NOVOCITI BUS, ვინ ნომერი: NNAMOBVLN02005149; საკუთრებაში გადაცემის საკითხზე.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების’’ მიერ 2024 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის საკითხში.
დეპუტატებმა განიხილეს საკითხი: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების,აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეებისა და შრომითი ხელშეკრულების პოზიციებზე დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის #28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხზე.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხში.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის I კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების საკითხი.