წყალტუბოს მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2025 ” იწყება

 

📌„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა – 2025“ იწყება!

წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის მერიაში საპროექტო წინადადებების მიღება დაწყებულია და დასრულდება 3 თებერვალს .

✍️მთავრობის დადგენილების მიხედვით, წინადადებების მიღება ხდება, როგორც ელექტრონული ფორმით, ასევე მერიასა და მერის წარმომადგენლებთან წარდგინებით.

⏳სოფლებში შეხვედრები, საერთო კრების ფორმატში, 17,18, 19, 20, 21  თებერვალს მუნიციპალიტეტის 47 -ივე სოფელში ჩატარდება.

✅ წყალტუბოს მუნიციპალიტეტისთვის ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის,, ფარგლებში 704 000 ლარია გამოყოფილი.

დასაფინანსებელი პროექტები განსაზღვრულია და მათ შორისაა:
✔️ სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის, ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები,
გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ.);
✔️ სარწყავი სისტემები;
✔️ სანიაღვრე არხები;
✔️ ნაპირსამაგრი სამუშაოები;
✔️ გზები და გზისპირა მოსაცდელები, აგრეთვე ტროტუარები და გზის შემადგენელი სხვა
ინფრასტრუქტურა;
✔️ ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;
✔️ გარე განათება;
✔️ სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
✔️ სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
✔️ ამბულატორიის შენობები;
✔️სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა;
✔️სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;
✔️ სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო
სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით;
✔️ წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;
✔️ მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა;
✔️გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად, შესაბამისი
ნიშნების, აგრეთვე ტურისტული ადგილების მიმანიშნებელი ნიშნების განთავსება;
✔️საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
🖊  წყალტუბო  მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ:
საპროექტო წინადადება შეგიძლიათ  შეავსოთ და გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: tskaltubo1@gmail.com
🔹განაცხადის ფორმის შევსება შესაძლებელია მერის წარმომადგენლებთან. ასევე, შევსებული განაცხადი შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში მისამართზე: ქ. წყალტუბო. რუსთაველის ქ. N25