საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე არჩილ ღიბრაძე უძღვებოდა.

დეპუტატებმა ,,საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის  პირების აპარატის პროფესიული საჯარო  მოხელეებისა და შრომითი ხელშეკრულების  პოზიციებზე დასაქმებული  პირების თანამდებობრივი  სარგოების განსაზღვრისა  და საშტატო ნუსხის დამტკიცების  შესახებ’’ წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის  #28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.

კომისიის წევრებმა  ,,წყალტუბოს     მუნიციპალიტეტის    2026    წლის    ბიუჯეტის    დამტკიცების     შესახებ’’  საკრებულოს 2025  წლის 19  დეკემბრის №36 დადგენილებაში  ცვლილების   შეტანის  საკითხი განიხილეს.

კომისიამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  მერიის  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის  მიერ 2025 წლის III-IVკვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ იმსჯელა.

ასევე, კომისიამ წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის   მეოთხე  კვარტლის    სარეზერვო ფონდის  განკარგვის საკითხი განიხილა.

კომისიის სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი ფატი გაგოშიძე ესწრებოდა.