კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჩანქსელიანი უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ 2026 წლის I-II კვარტლის ანგარიშის შესახებ იმსჯელეს. დეპუტატებმა სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N3 საჯარო სკოლისათვის კობა ფხაკაძის სახელის მინიჭების შესახებ თანხმობის გაცემის საკითხი განიხილეს.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი რიმა მარგიანი ესწრებოდა.