ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომის ანონსი

24  სექტემბერს, 11:30 საათზე,  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27) გაიმართება ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

1.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2026 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

/მომხს: რ. დიდავა/

2. ქალაქ წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩა პირველი შესახვევი, №2-ში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობის (საკ. კოდი # 29.08.37.055) პირველ სართულზე განთავსებული 164.8 კვ.მ. ფართის 1 (ერთი) წლის ვადით, საქმიანობის განხორციელების მიზნით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით ა(ა)იპ სარეაბილიტაციო ცენტრის „ჩვენი სახლი“-სათვის გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

/მომხს: რ. დიდავა/

3. ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრი“-სათვის ახალი, გამოუყენებელი და ექსპლუატაციაში არმყოფი 1 (ერთი) ერთეული ინდუსტრიული სასწორის (Weighing Scale), 1 (ერთი) ერთეული პროფესიონალური მაღალი წნევის რეცხვის აპარატის (The professional high-pressure washer)  და 1 (ერთი) ერთეული ბალახის საჭრელი/შემგროვებელი დანადგარის (The lawn tractor) საკუთრებაში გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

/მომხს: რ. დიდავა/

4. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის 2026 წლის მეოთხე კვარტლის სამუშაო გეგმის შესახებ.

/მომხს: რ. დიდავა/