ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ დიდავა უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს ანგარიში ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების ცენტრის“ მიერ 2026 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
დეპუტატებმა იმსჯელეს შპს „ტელეკომ I “-სათვის (ს/კ 4053740636) პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის უფლებით, 5 (ხუთი) წლის ვადით ოპტიკური ბოჭკოვანი კაბელის გატარების მიზნით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების ტერიტორიაზე განთავსებული გარე განათების ბოძების სარგებლობაში გადაცემის საკითხზე.
ასევე, კომისიამ განიხილა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით გადაცემისას – საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის საკითხი.