- 2026-11-04
- ავტორი tskaltubo
- Category: მერიის ანონსი
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტ
ის მერმა გენადი ბალანჩივაძემ მოსახლეობას 2026 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
ის მერმა გენადი ბალანჩივაძემ მოსახლეობას 2026 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.მერმა დეტალურად ისაუბრა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის, დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების, სოციალური პროგრამების, ასევე ტურიზმის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შესახებ. ყურადღება გაამახვილა სამომავლო გეგმებსა და ახალ ინიციატივებზე.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. მუნიციპალიტეტის მერმა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხა, ასევე, მათ მოსაზრებებსა და საჭიროებებს გაეცნო.
შეხვედრის მონაწილეებმა მუნიციპალიტეტის მერის საქმიანობის ამსახველი ვიდეოკოლაჟი იხილეს და გზავნილების ბარათები შეავსეს.
„მოსახლეობას მუნიციპალიტეტში ჩვენი საქმიანობის შესახებ ვრცელი პრეზენტაცია წარვუდგინე, მოვისმინე მათი შეფასებები და სურვილები. გვაქვს მხარდაჭერა სამთავრობო უწყებების მხრიდან. მომავალ წელს წყალტუბოს განვითარებისა და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით, მიზნობრივი პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ“ – განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.
მერის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, პირველი მოადგილე კობა გურეშიძე, მოადგილეები: სერგო კირკიტაძე და ნესტორ აფხაძე, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, მერის მოადგილე გია კვასტიანი, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.