ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანებაში“ ფუნქციონირებს 15 სექცია, მათ შორის 4 კლუბი: ხელბურთის, ფრენბურთის, სარაგბო და ფალავანთა კლუბი.
2025-26 წელი განსაკუთრებული შედეგიანობით გამოირჩეოდა წყალტუბოელი სპორტსმენებისთვის. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ პრიზიორები გახდნენ: ჯაბა ტყეშელაშვილი-ძალოსნობა, ქრისტინე ჟორჟოლიანი-მკლავჭიდი, საბა კუჭავა-ძალოსნობა, გიგა ბერაძე-მკლავჭიდი, ფიქრია ბენდელიანი-კრივი, ნანა გულბიანიძიუდო, გიორგი ქაშიბაძე-ძიუდო, საბა გველესიანი – ძიუდო, მათე გველესიანი-ძიუდო, ლუკა ომანაძე-ძიუდო, გაბო მუკბანიანი-ძიუდო.
აღსანიშნავია, გუნდური შედეგებიც სადაც საქართველოს ჩემპიონები გახდნენ 2025-26 წლების სეზონში 2010-11 წწ. დაბადებულ ვაჟთა გუნდი ნოე გოგიძის ხელმძღვანელობით. საპრიზო მეორე ადგილი დაიკავა 16 წლამდე მორაგბეთა გუნდმა, ხოლო I ლიგის კაცთა გუნდმა დაიკავა მე-4 ადგილი 2025-26 წლების სეზონში.