მუნიციპალიტეტის სიმბოლიკა

   წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გერბი

 

გერბის ფარი გაკვეთილია და გადაკვეთილი, იყოფა ოთხ ნაწილად. I ნაწილი _ მწვანე ველზე ექვს-კოშკიანი ქონგურებიანი ოქროს ციხე-სიმაგრე, რომელზეც აღმართულია ოქროს ტარიანი ვერცხლის ხორუგვი. ხორუგვზე გამოსახულია მეფე თამარის მეწამული ხელრთვა. II და III ნაწილი _ ლაჟვარდის ველზე ვერცხლის შადრევანი ოქროს სამი წყაროთი. IV ნაწილი _ მწვანე ველზე ოქროს ‘დინოზავრი~.   გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი _ სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მწვანე ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია  დევიზი “წყალტუბო”

 

 

 

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დროშა

 

 

დროშა იყოფა ოთხ ნაწილად. I  და IV ნაწილი წარმოადგენს მწვანე ველს. II და III ნაწილი – ლაჟვარდის ველს. დროშის ცენტრში მოთავსებულია ე.წ. “ფრანგული” ფარი – ვერცხლის ველზე მეფე თამარის მეწამული ხელრთვა. დროშის პროპორციაა 2:3.