- 2020-11-12
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
ვაგრძელებთ რუბრიკას #რაგაკეთდა ამჯერად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი გეგუთის შესახებ გიამბობთ
გეგუთი ერთ-ერთი უდიდესი სოფელია იმერეთის მხარეში, – მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 85 მეტრზე, წყალტუბოდან სოფლამდე მანძილი 17 კმ-ია.
სოფელი გეგუთი ცნობილია „ციხე დარბაზით“, რომელიც VIII საუკუნის არქიტექტურული ძეგლია. გეგუთის ციხე სარგებლობს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსით. ციხის ნანგრევებს 2 ჰა. ტერიტორია უჭირავს. ტურისტულ ობიექტად ქცეულ ისტორიულ ძეგლს უამრავი დამთავლიერებელი სტუმრობს ხოლმე. სოფლის მოსახლეობის საერთო რაოდენობა 5000-ზე მეტია.
2012 წლიდან დღემდე სოფლის მხარდაჭერის პროგრამით და ადგილობრივი ბიუჯეტის ფინანსური უზრუნველყოფით 20-მდე ინფრასტრუქუტურლი პროექტი განხორციელდა.
2016 წლის შემდეგ სოფელი გაზიფიცირებულია სრულიად ( სოკარ ჯორიას მიერ დაიხარჯა 883800 ლარი).
ამ ხნის განმავლობაში:
რეაბილიტაცია ჩაუტარდა გეგუთის კულტურის სახლს;
გაიხსნა იუსტიციის სახლი;
გაკეთდა სამამულო ომში სოფლიდან დაღუპულთა „შინმოუსვლელთა მემორიალი“;
ადმინისტრაციულ შენობაში მოეწყო საბავშვო ბაღი;
საბავშვო ბაღს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია – აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით და სათამაშოებით;
ვარციხესის დასახლებაში განხორციელდა სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია;
ქვედა გეგუთში ტაძრის ტერიტორიაზე დამონტაჟდა განათება და აშენდა მოსაცდელი;
კეთილმოეწყო იუსტიციის სახლის წინა მიმდებარე ტერიტორია;
მოეწყო მინი სპორტული მოედანი;
დამონტაჟდა გზებზე შეამაფერხებელი ბორცვები;
მოხდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სრული გადახურვა;
შეკეთდა სასმელი წყლის სათავე ნაგებობა და შემოიღობა ტერიტორია;
ბოლო 2 წელია მოსახლეობის გადაწყვეტილებით შეძენილ იქნა მზა ბეტონები შიდა გზების მოსაწესრიგებლად.
მოეწყო გარე განათების ქსელი;
მიმდინარეობს 240 მოსწავლეზე გათვლილი, ორსართულიანი საჯარო სკოლის მშენებლობა;
მიმდინარეობს მუშკუდინებისა და ხაჟალიების უბანში არსებულ გზაზე ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები;
სოფელში დამკვიდრებულია დღესასწაული „თამარობა“, რომელიც აღინიშნება 14 მაისს. დღესასწაულზე სხვადასხვა სოფლებიდან და ქალაქებიდან ჩამოდიან სტუმრები, იკრიბებიან ციხის ნანგრევების ეზოში, სადაც იმართება საზეიმო ღონისძიებები და დოღი.