- 2021-02-17
- ავტორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, მერის მოადგილეები ზურაბ მაისურაძე და ალექსანდრე დადუნაშვილი, შპს ,,იმერეთის აგრო ზონის“ დირექტორს არჩილ ბუკიას, ამხანაგობა „გეოჰოლდინგ“ და KSH -ის აღმასრულებელ დი
რექტორს გიორგი დადიანს და ფინანსურ ექსპერტს მაიკლს ნორსს შეხვდნენ. შეხვ
ედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი ფერმერები.
მხარეებმა განიხილეს სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის მიმდინარეობა.
პროექტს სახელმწიფო კომპანია „ იმერეთის აგრო ზონა“ ახორციელებს და მას საკონსულტაციო მომსახურებას უწევს ქართულ ჰოლანდიური კონსორციუმი.
აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს 220 ჰა მიწის ფართობ ზე სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარებას წყალტუბოს და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში.
არჩილ ბუკიას განმარტებით, შემუშავებულია პროექტის განხორციელების კონცეფცია, მიწის
ნაკვეთების ტოპოგრაფიული, გეოლოგიური და საინჟინრო შე
სწავლა, მოხდა ფართობის სხვადასხვა ტექნოლოგიურ ზონებად დაყოფა – მაღალ, საშუალო და დაბალ ტექნოლოგიურ ზონებად, სადაც შესაბამისი სათბურები განთავსდება.
პროექტი ასევე ითვალისწინებს სატრენინგო და სადემონსტრაციო რეგიონალური ცენტრის შექმნას, სადაც მოხდება მუშახელის, აგრონომების და მენეჯერების გადამზადება თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისად.
აქვე შეიქმნება შემგროვებელი ლოჯისტიკური ცენტრი, რომელიც მთელ მუნიციპალიტეტს მოემსახურება.
კომპანია 2021 წლის 1 მარტს ოფიციალურად გამოაცხადებს, საჯარო და გამჭვირვალე, სპეციალურად შექმნილი ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით.
ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებით, შპს „იმერეთის აგრო ზონას” დაგეგმილი აქვს მიიწვიოს ყველა დაინტერესებული მხარე, სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტში მონაწილეობისათვის.