- 2021-12-29
- ავტორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე 2021 წლის წარმატებულ წყალტუბოელებს შეხვდა.
მერმა მიმდინარე წელს სხვადასხვა დარგებში მიღწეული შედეგებისთვის მათ მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
როგორც მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ შეხვედრაზე განაცხადა, 2022 წელს დიდი ყურადღება დაეთმობა ჯანდაცვის, საგანმანათლებლო, აგროტურიზმის, კულტურისა და სპორტის სფეროებს, რაც მთავარია, მოხდება მომავალი თაობის წყალტუბოსთვის ახალი სიცოცხლის დაბრუნების პროცესში ჩართვა, პროფესიონალი კადრების მოზიდვა, ახალი საინტერესო პროექტების განხორციელება და ინოვაციური იდეების ხელშეწყობა.
2021 წლის წარმატებული ადამიანებია: ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის’’ მმართველი- ექიმი მანანა ტყეშელაშვილი, შპს ,,ჰერბიას’’ დამფუძნებლი, ბიზნესმენი ზურაბ ჯანელიძე, 2021 წლის ტოკიოს ოლიპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი ბ/რ ჭიდაობაში იაკობ ქაჯაია, სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო წილოსანი, ა(ა)იპ ,,კულტურის ცენტრთან’’ არსებული სახალხო თეატრის მსახიობი ირმა კუბლაშვილი, ქორეოგრაფი თემურ ფირცხალავა და აგრონომი ივანე ბალანჩივაძე.