- 2020-06-25
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
2020 წლის 30 აპრილს წყალტუბოს მერმა გრიგოლ იოსელიანმა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ რუმინეთის შრომის, განვითარებისა და ადმინისტრირების მინისტრმა იონ შტეფანმა (როგორც მოგეხსენებათ რუმინეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა) ხელი მოაწერეს კონტრაქტს ევროკავშირის „2014-2020 წლების შავი ზღვის აუზის ქვეყნების“ პროგრამის ფარგლებში პროექტს „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ განხორციელებას. პროექტი არის საერთაშორისო და მის განხორციელებაში ჩართული იქნებიან როგორც საქართველოს, ისე სომხეთის, მოლდოვისა და რუმინეთის წარმომადგენელი ორგანიზაციები.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი არის ამ პროექტის წამყვანი პარტნიორი. მისი პარტნიორები არიან: კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის სომხეთის ოფისი (ერევანი, სომხეთი), ქალაქ უნგენის მერია (მოლდოვა), ასოციაცია „ტეხნოპოლ გალაცი“ (რუმინეთი) და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“ (საქართველო).
პროექტის მთლიანი ბიუჯეტია 780 701.00 ევრო, აქედან გრანტია -718 244.92 ევრო.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მთლიანი ბიუჯეტი აღნიშნული პროექტში შეადგენს 209 725.00 ევროს. აქედან 192 947.00 ევრო არის ევროკავშირის „2014-2020 წლების შავი ზღვის აუზის ქვეყნების“ პროგრამის გრანტი (პროექტით განსაზღვრული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 92%), ხოლო თანადაფინანსების თანხა შეადგენს 16 778,00 ევროს (პროექტით განსაზღვრული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 8%).
პარტნიორების ბიუჯეტი:
- კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი- სომხეთი – მთლიანი ბიუჯეტი: 140250.00 ევრო (გრანტი-129030.00 ევრო);
- უნგენის მერია (მოლდოვა)- მთლიანი ბიუჯეტი: 140300.00ევრო (გრანტი-129076.00ევრო);
- ასოციაცია“ ტექნოპოლ გალაცი“ (რუმინეთი) – მთლიანი ბიუჯეტი:158031.00 ევრო (გრანტი – 145388.52 ევრო);
- იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“ – 132395.00ევრო (გრანტი 121803.40 ევრო).
პროექტის ხანგრძლივობაა – 24 თვე.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება მნიშვნელოვანი საქმიანობა ნარჩენების სეპარირებული შეგროვების დანერგვისათვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ევროკავშირის წარმატებული გამოცდილების გაზიარების გამოყენებით.
პროექტის ფარგლებში იგეგმება ერთი ნაგავმზიდისა და სეპარირებისთვის საჭირო 60-მდე კონტეინერის შეძენა, 10 მცირე ზომის საკომპოსტე მოედნის მოწყობა, ნარჩენების სეპარირებული შეგროვების დანერგვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დიდ სოფლებში და სეპარირებული შეგროვების განვითარება ტურისტულ ობიექტებზე (პრომეთე და სათაფლია), ასევე პროექტის ფარგლებში შეიქმნება წყალტუბოს გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის შედგენა, ცნობიერების ამაღლების მიზნით საგაზაფხულო ბანაკების ორგანიზება, საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზება, პროექტი ასევე ითვალისწინებს ღონისძიებებს გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების შესახებ ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვა თანმხლევი ღონისძიებების ორგანიზებას.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად მუნიციპალიტეტებს აღებული აქვთ ვალდებულება 2019 წლის 1 თებერვლიდან დანერგონ ნარჩენების სეპარირებული შეგროვება თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე. აღნიშნული ფაქტის ლოგიკური გაგრძელება გახლავთ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულის 2018 წლის N — დადგენილება „“. წარმოდგენილი პროექტი აღნიშნული დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებების დაახლოებით 70 %-ს მოიცავს.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, პროექტის პარტნიორის იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ მიერ მთელი რიგი საქმიანობა განხორციელდება ხონის მუნიციპალიტეტში ნარჩენების სეპარირებული შეგროვების დანერგვის ხელშეწყობისათვის.
არსებული პროექტი გახლავთ ძალიან დიდი გამიწვევა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრირების კუთხით, რომელიც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოთხოვნების რეალიზაციას და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დემოკრატიის განვითარებას, ადგილობრივ დონეზე თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაძლიერებას და ასევე დიდი პრესტიჟი წყალტუბოს მუნიციპალიტეტისათვის.
საქართველოშო პროექტის ხელმძღვანელია – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრო ინტეგრაციის გენერალური დირექტორატის, ევროკავშირის დახმარებისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ბუჯიაშვილი.