ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.
 სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
 მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა ფატი გაგოშიძემ წარადგინა.
 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში კვლავ პრიორიტეტებად განსაზღვრულია ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხები. ასევე, განათლება, კულტურა და სპორტი.
 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს საკრებულოსაგან მთავარი საფინანსო დოკუმენტი შენიშვნებით უკან დაუბრუნდება.
 ბიუჯეტის პროექტის განხილვას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, მოადგილე გია კვასტიანი, საკრებულოს წევრები, მერის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში, მერიის სამსახურებისა და ა(ა)იპ – ების ხელმძღვანელი პირები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.