ბიუროს სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
ბიუროს სხდომაზე, დეპუტატებმა საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს.
ბიუროს სხდომას ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ მმართველი გიორგი იობიძე ესწრებოდა.