- 2021-03-19
- ავტორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
ღონისძიებას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე, მერის მოადგილეები ზურაბ მაისურაძე, ალექსანდრე დადუნაშვილი და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
ბენეფიციარებმა სტუმრებს საკუთარი უნარ-ჩვევები და შესაძლებლობები აჩვენეს, წაიკითხეს ლექსები, წარმოადგინეს ნახატები და საკუთარი ხელით შექმნილი სხვადასხვა დეკორატიული ნივთებიც უსახსოვრეს მათ.
„2021 წელს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის გზავნილია #ჩვენვაკავშირებთ“.
„პანდემიის პირობებში ცხოვრებამ კარგი გაკვეთილი მოგვცა იმისა, თუ როგორი მნიშვნელოვანია განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისათვის კავშირი საზოგადოების დანარჩენ წევრებთან. პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით სწორედ ჩვენ ვაკავშირებთ ერთმანეთს მომავალი წარმატებისათვის, განათლებისათვის, განვითარებისათვის, დასაქმებისათვის, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ – აღნიშნა შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა.
ღონისძიების ორგანიზებაში ინკლუზიურ ცენტრთან ერთად ჩართული იყო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურები.
ამჟამად „წყალტუბოს ბავშვთა ინკლუზიურ ცენტრში“ დაუნის სინდრომის მქონე ორი ბავშვი ირიცხება, სულ დღის ცენტრში “ 16 ბენეფიციარია. ორგანიზაცია 2015 წლიდან ფუნქციონირებს და დღემდე ადგილობრივი ბიუჯეტის სრულ დაფინანსებაზეა.
ბავშვებს მუნიციპალიტეტის მერმა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ფასიანი საჩუქრები გადასცეს.
დღის მეორე ნახევარში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს Zoom -ის პლატფორმაზე შექმნილ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის N5 ყრილობაში.
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე 21 მარტს აღინიშნება.