- 2025-03-28
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი სერგო კირკიტაძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა განიხილეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და შესყიდვების სამსახურის მიერ 2024 წლის III-IVკვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
დეპუტატებმა განიხილეს ანგარიში ამავე კომისიის მიერ 2024 წელს გაწეული ანგარიშის შესახებ.
ასევე, კომისიამ იმსჯელა ქალაქ წყალტუბოში „ცივი ტბის“ ტერიტორიაზე კაფე რესტორნის, აუზისა და სპა გამაჯანსაღებელი ცენტრის ესკიზური პროექტების მოწონების საკითხზე.
კომისიის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2025 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხაში ცვლილებების შეტანის საკითხი.
დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცებაში ცვლილებების შეტანის საკითხი.
აგრეთვე, კომისიამ იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცებაში ცვლილებების შეტანის საკითხზე.
კომისიის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული იმ დასახლებების ნუსხის დამტკიცების შესახებ, სადაც ავტოსადგურის არარსებობის გამო სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლის საკითხი.
დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხზე.
დეპუტატებმა განიხილეს ამავე კომიიის 2025 წლის მეორე კვარტლის სამუშაო გეგმის საკითხი.