- 2025-05-30
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ დიდავა უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა განიხილეს ანგარიში ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრის’’ მიერ 2024 წლის III-IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
დეპუტატებმა იმსჯელეს ა(ა)იპ ,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრისათვის’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების 1(ერთი) ერთეული ელექტრო დამწყობი, დამშტაბელებელი დანადგარის (შტაბელერის -Electrical Stacker) უსასყიდლო საკუთრებაში გადაცემის საკითხზე.
ასევე, კომისიამ განიხილა ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანებისათვის’’, სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, არსებობის ვადით საბავშვო ბაღის განსათავსებლად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული №29.08.35.196 საკადასტრო კოდზე მდებარე უძრავი ქონების 6264 კვ.მ მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (№1-საერთო ფართით 1358კვ.მ,№2-საერთო ფართი-20კვ.მ) გადაცემის საკითხი.
დეპუტატებმა იმსჯელეს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრისათვის’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების 1 ერთეული როტაციური საცერის (Scdreen) უსასყიდლო საკუთრებაში გადაცემის საკითხზე.
კომისიის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების საკითხი.