ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ დიდავა უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა განიხილეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის მიერ 2025 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
სხდომაზე, დეპუტატებმა იმსჯელეს სს „სილქნეტი“–სათვის საკომუნიკაციო ქსელის მოსაწყობად (საჰაერო ტრასით კაბელის გატარება) 5 (ხუთი) წლის ვადით, სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით, ქონების გადაცემის საკითხზე.
ასევე, კომისიამ განიხილა ქალაქ წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა №25-ში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის შენობის (საკ. კოდი # 29.08.34.014) პირველ სართულზე განთავსებული 8.0 კვ.მ. ფართის (ერთი ოთახი) სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტისათვის არსებობის ვადით, პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, გადაცემის საკითხი.
დეპუტატებმა იმსჯელეს ამავე კომისიის 2025 წლის მეოთხე კვარტლის სამუშაო გეგმის საკითხზე.