ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ დიდავა უძღვებოდა.
 კომისიის წევრებმა იმსჯელეს „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა’’ და ,,პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 31 იანვრის განკარგულებებში ცვლილების შეტანის საკითხებზე.
 დეპუტატებმა ასევე, იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩაზე განთავსებული: ნაკვეთი N1- საკ.კოდი N29.08.34.188. ფართობი 9097 კვ.მ; ნაკვეთი 2-საკ.კოდი N29.08.34.189. ფართობი 64 კვ.მ; ნაკვეთი 3-საკ.კოდი N29.08.34.190. ფართობი 73 კვ.მ; ნაკვეთი 4- საკ.კოდი N29.08.34.191. ფართობი 88 კვ.მ; ნაკვეთი 5-საკ.კოდი N29.08.34.192. ფართობი 105 კვ.მ; ნაკვეთი 6-საკ.კოდი N29.08.34.193. ფართობი 111 კვ.მ; ნაკვეთი 7-საკ.კოდი N29.08.34.194. ფართობი 139 კვ.მ; ნაკვეთი 8 -საკ.კოდი N29.08.34.195. ფართობი 140 კვ.მ; ნაკვეთი 9-საკ.კოდი N29.08.34.196. ფართობი 941 კვ.მ; ნაკვეთი N10-საკ.კოდი N29.08.34.197. ფართობი 6293 კვ.მ; ნაკვეთ 11-საკ.კოდი N29.08.34.198. ფართობი 4946 კვ.მ; ნაკვეთი 12- საკ.კოდი N29.08.34.199, ასევე ქალაქ წყალტუბოში ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე განთავსებული უძრავი ქონება-შენობა №17 34,18კვმ ს/კ:29.08.34.187. 17.001 საკადასტრო კოდებზე მდებარე უძრავი ქონებების, როგორც ძირითადი ქონების გასხვისებაზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე და აღნიშნულ საკადასტრო კოდებზე მდებარე უძრავი ქონებების, სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.
 კომისიის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით, იჯარით გადაცემისას – საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის საკითხი.
ასევე, კომისიამ განიხილა „წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2025 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 28 თებერვლის გ-49. 4925059001 განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი მარეხი კანკაძე ესწრებოდა.