ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ დიდავა უძღვებოდა.
 კომისიამ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ,, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების ცენტრი’’-სა და ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრი’’-ს მიერ 2025 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ იმსჯელა.
 დეპუტატებმა ასევე განიხილეს 71 (სამოცდათერთმეტი) ერთეული პლასტმასის ნაგავშემკრები კონტეინერის, ,, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების ცენტრი’’-სათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის საკითხი.
 კომისიამ იმსჯელა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში (ვარციხეჰესის დასახლება) მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკ.კოდი N29.14.33.145 სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის საკითხზე.
 კომისიაზე განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2026 წელს საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდის მიერ დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო წინადადებები.