ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ დიდავა უძღვებოდა.
კომისიამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და შესყიდვების სამსახურის მიერ 2025 წლის III-IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ იმსჯელა.
კომისიის წევრებმა ასევე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის მიერ 2025 წელს გაწეული მუშაობის საკითხი განიხილეს.
დეპუტატებმა „წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2026 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 27 თებერვლის განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.
კომისიაზე დეპუტატებმა ასევე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის 2026 წლის მეორე კვარტლის სამუშაო გეგმის საკითხი განიხილეს.