- 2021-11-15
- ავტორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი პროექტების განხორციელების პროცესს ადგილზე ეცნობა.
,,მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, მიმდინარეობს სოფლების ხომულისა და ქვილიშორის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, პროექტი დაფინანსდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან. გადაიჭრა წლების განმავლობაში არსებული პრობლემა. ორი სოფლის მოსახლეობას ახალი საფარის დაგების შემდეგ გადაადგილების დროს დისკომფორტი აღარ შეექმნება. სულ ახალი გზით 95 ოჯახი ისარგებლებს’’. -აცხადებს გრიგოლ იოსელიანი.
მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა პირველ მოადგილესთან ზურაბ მაისურაძესთან ერთად მუსიკალური სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოებიც დაათვალიერა. აღნიშნული პროექტი სკოლის ფასადის მოწესრიგებას ითვალისწინებს.
ამ ეტაპზე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან სულ ათი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.