- 2023-02-08
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოში 2023 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტები მოიცავს როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ასევე, სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციას.
აღნიშნულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე აცხადებს: საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება 21 ლოკაციაზე – სოფელ ოფურჩხეთში, ბანოჯაში, გეგუთში, გვიშტიბში, ცხუნკურში, ტყაჩირში, ყუმისთავში, ჟონეთსა და სოფელ წყალტუბოში. დაწყებულია სოფელ ხომულისა და ქვილიშორის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისა და ქალაქ წყალტუბოში, ავალიანის, რუსთაველის, თამარ მეფისა და აღმაშენებლის ქუჩებზე სანიაღვრე სისტემების მოწყობის პროცესი.
პროექტების განსახორციელებლად, რეგიონული განვითარების ფონდიდან 5 512 013,00 ლარია გამოყოფილი.
ამ პროექტების განხორციელებით მთლიანად მოწესრიგდება ის გზები, რომლებიც წლების განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში იყო. მოგვარდება მთელი რიგი პრობლემებისა, რომელთა გამოც ქალაქის გარკვეული ნაწილი უხვი ნალექის მოსვლის შემთხვევაში იტბორებოდა.