- 2025-03-28
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე მაკა ჭელიძე უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა – ანგარიშგების წესის დამტკიცებაში ცვლილებების შეტანის საკითხი.
დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების მენეჯერის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების საკითხზე.
ასევე, კომისიამ განიხილა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ასრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცებაში ცვლილებების შეტანის საკითხი.
დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხზე.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულ საკითხთა განყოფილების ხელმძღვანელი ნიკა მჟავია და ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ მმართველის მოადგილე ნინო კუჭუხიძე ესწრებოდნენ.