- 2025-05-30
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე მაკა ჭელიძე უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და საბჭოს დებულების ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხი.
კომისიამ იმსჯელა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის საკითხზე.
დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების საკითხი.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრის’’ წესდების ახალი რედაქციით დამტკიცების საკითხზე.
დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხი.